პრემიერის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბი მზადაა, გარდაბანში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საკარანტინე პირობების გამკაცრება მოხდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი არის მზად, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საკარანტინე პირობების გამკაცრება მოხდეს. შესაბამისი განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რაიონიდან მოსახლეობა თბილისში სხვადასხვა ბაზრებსა და ბაზრობებზე მუშაობს, ასეთ ზონებში კონტროლი გამკაცრდება.

მისი თქმით, ბაზრობებზე ჩატარდება თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება.

„გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა, დღეს - 12. ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც არის უაღრესად საყურადღებო. მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სოფლების სოციალური სტრუქტურა გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე.

ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდება კონტოლი. ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. შერჩევით ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზონების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს ყურადღება, რათა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ.

„მას შემდგომ რაც ეტაპობრივად და ფრთხილად გავხსენით შეზღუდვები, რომელიც გვქონდა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაგვეცოცხლებინა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩონოთ თითოეულმა მოქალაქემ, რათა შევინარჩუნოთ ის წარმატება, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის სწორი მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული საკითხი. ერთი მეორეს გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ერთ ან მეორე სფეროში“,- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერის განცხადებით, გარდაბანში ეპიდმდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საკარანტინე პირობების გამკაცრება მოხდება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს