მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოუყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, რისთვისაც მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობას ან აუშენებენ, ან უყიდიან.

„თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩემი თვალით ვნახე ეს, როცა იქ ვიმყოფებოდი. ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა. დღეს ეს არის აქტუალური ეპუიდემიის მართვის თვალსაზრისით. კლინიკური ჯგუფი, რომელიც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა იყო უკიდურესად ეფექტური და ეს ჯგუფი სხვათა შორის, არა მარტო საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს. ეპიდემიის გავრცელების და რისკების გავრცელების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოუყოფს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს