გია ხუხაშვილი - თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა ცინიზმია

თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა ცინიზმია, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება.

როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, „ქართულ ოცნებაში“ კანდიდატების შერჩევისას მანკიერ კრიტერიუმებს იყენებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ფასობს ერთგულება. „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებზე ერთგულების სანაცვლოდ, ინდულგენციებს წერს. ალბათ, აიღეს შუა საუკუნეებიდან და იგივე პრინციპებით მოქმედებენ. ეს ხომ არ არის ერთადერთი შემთხვევა?! რამდენი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავთ პორტირებული, ადრე რაღაცებში შემჩნეული, ასეთია ცხოვრება, ასეთია მათი მართვის ფილოსოფია. ერთგულება მთავარი კრიტერიუმია, რაც არ უნდა ჰქონდეს დაშავებული მათი მოღვაწეობისას თუ წინა ხელისუფლების დროს, გულში ჩაგიხუტებენ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ამასთან, გია ხუხაშვილი დასძენს, რომ „ქართული ოცნება“ ცინიზმით გამოირჩევა.

„მარნეული, ქვემო ქართლის რეგიონი ძალიან სპეციფიკურია საარჩევნო თვალსაზრისით. ალბათ, აზერბაიჯანელ ძმებთან უშვებენ გზავნილს, რომ მთავრია ჩვენი, „ქართული ოცნების“ ერთგულება, თუ ერთგული ხარ, ყველაფერი გეპატიება. ამიტომ იყავით ჩვენი ერთგულები, როგორც ეს ხდებოდა. ასეთ ცინიზმთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა ცინიზმია.

ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარობა რა, არ იყო ცინიზმის გამოვლენა? ან „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულების დეპუტატობის კანდიდატად წამოყენება არ იყო ცინიზმის გამოვლენა?! მთაწმინდაზე კანდიდატი დაგვიყენეს, რომელმაც 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ათეული ათასი შესწირა. ყველაფერი ცინიზმია, სამწუხაროდ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა