თელავის "ბიბლუსი გალერეაში" ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება

25 ივლისს 19:00 საათზე თელავის "ბიბლუსი გალერეაში" (ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა) ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება.

ავტორები: თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი, ამჯერად, თელაველ მკითხველს შეხვდებიან.

თხუთმეტი ნაწილისგან შემდგარ რომანს, რამდენიმე ალტერნატიული გაგრძელება და რვა, ერთმანეთისგან განსხვავებული დასასრული აქვს. ხაზებთან ერთად ჟანრებიც იცვლება. ნებისმიერი გემოვნების მქონე მკითხველი იპოვის თავის საყვარელ ჟანრს: დრამა, თრილერი, მისტიკა, სათავგადასავლო თუ დეტექტივი.

აქ სწორედ მკითხველი იღებს მონაწილეობას სიუჟეტის ფორმირებაში. ირჩევს გაგრძელებას და თავად ადგენს მისთვის სასურველ ალტერნატიულ რეალობას.

„ფენიქსი“ საინტერესოა იმითაც, რომ მას ოთხი ავტორი ჰყავს: თეა ინასარიძე, ტორესა მოსი, ნიკოლას მაჩაბელი და ელის დოჯსონი ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებენ და მკითხველს დაუვიწყარ შეგრძნებებს და ემოციებს სთავაზობენ.

„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი, მწერალი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება "ფენიქსის" პირველი სამი ნაწილი - "ასტროიდი", "გადატვირთვა" და "ჩაფერფვლა".

დასწრება თავისუფალია. მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან ავტორებს კითხვები, გადაიღონ მათთან ერთად ფოტოები და აიღონ ავტოგრაფები.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/884188188772002/

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა