ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქვედანაყოფის პირველი ასეული, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა.

მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ბატალიონი სრული შემადგენლობით ეტაპობრივად დაბრუნდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი, როტაციის წესით, მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი