ვახტანგ ძაბირაძე - თუ ოპოზიციის მიზანი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, რეგიონებში ერთმანეთს კონკურენტები არ უნდა დაუყენონ

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციის მიზანი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, რეგიონებში, იმ ოლქებში, სადაც მაჟორიტარობის ძლიერი კანდიდატის წარმოდგენაა შესაძლებელი, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს კონკურენტები არ უნდა დაუყენონ. აღნიშნულ საკითხზე ძაბირაძე „ინტეპრესნიუსს“ ესაუბრა.

„თბილისის მაგალითზე თუ განვიხილავთ ოპოზიციის დასახელებულ კანდიდატებს, შანსი იმის, რომ მეორე ტურში გავიდნენ, შესაძლოა, ბევრს აქვს, მაგრამ გამარჯვებისთვის რომ იბრძოლოს, აქვს ელენე ხოშტარიას და მელიას. მაგალითად, ხოშტარია არის ოპოზიციის საუკეთესო კანდიდატი ვაკეში - მასზე უკეთესს ვერ მოძებნიდნენ, ამიტომ როცა ასეთი გამორჩეული კანდიდატი არსებობს, მას მხარი უპირობოდ უნდა დაუჭირო,

თუ ოპოზიციის მიზანი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, ძლიერ კანდიდატს ოპოზიციიდან რომელიმე პარტიის იქნება ის თუ დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, კონკურენტი არ უნდა დაუსახელონ. თუ მიზანი ის არის, რომ უმრავლესობა შენმა პარტიამ მოიპოვოს და პარტიული უმრავლესობა გინდა ოპოზიციაში, მაშინ რატომ უნდა დაუთმო თუნდაც ძლიერ კანდიდატს?- სჯობს იბრძოლო,“- აცხადებს ძაბირაძე.

ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეეჭვება ოპოზიციურ სპექტრში რომელიმე პარტიამ პირველი ადგილი აიღოს, ამიტომ ძლიერ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია.

„ოპოზიციას საერთო კანდიდატების დასახელებით საშუალება ექნება, რომ ის 30 ოლქი, რომლის მოგების რეალური შანსი ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აქვს ხელისუფლებას, ეს რაოდენობა შეუმცირონ, თორემ ოპოზიცია თუნდაც გაერთიანდეს, მაგალითად „ძალა ერთობაშია“ ბლოკითაც რომ გავიდეს, მეეჭვება ამ საარჩევნო სუბიექტმა პირველი ადგილი აიღოს პროპორციულ არჩევნებში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ორგანიზაცია აყალიბებს მთავრობას, მას აქვს პრიორიტეტი,“- აცხადებს ძაბირაძე.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები რეგიონების გარკვეულ ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე მსჯელობენ. თავის მხრივ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში, თითქმის ყველა ოლქში „ნაცმოძრაობას“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი