23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - როცა ოჯახი პროტესტს გამოხატავს, არ უნდა ევაჭრებოდე, ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას იმიტომ უცხადებს, რომ სამართალდამცავებს ბაჩალიაშვილების ოჯახის წევრების მიმართ არაკეთლსინდისიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

რამიშვილის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ქმედებები გარდაცვლილი ქალის ოჯახის მიმართ „მუქარას გავდა“.

„ოჯახის უნდობლობა განპირობებულია ამ ხუთდღიანი ვადით, რაც დაკავშირებულია ძებნასთან, რაც დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ოჯახის წევრებთან, მამასთან ცუდი და უხეში გაფრთხილებებით. თითქოს იყო მუქარა - „შარშია შენი გოგო და შენც შარში არ მოხვდე“. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სამართალს უნდა იცავდე და არა - სამართალს არღვევდე. ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა ქმნიდე და არ უნდა ევაჭრებოდე - „ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო“. არ უნდა ევაჭრებოდე, როდესაც პროტესტს გამოხატავს ოჯახი, რომელსაც ამხელა ტანჯვა და ტკივილი აქვს მიყენებული. ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია. სახელმწიფოა ეს და არა ერთეული პირების სავაჭრო ცენტრი. აქედან გამომდინარე, ოჯახს გაუჩნდა დიდი პროტესტი. ჩართული ვარ ამ საქმეში და ვნახავ, გამოძიება როგორ იმოქმედებს. არავის არ მივცემ ამის საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, საითაც არ უნდა მიდიოდეს ეს გზა და რა პირებთანაც არ უნდა მიდიოდეს”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

იხილეთ ვიდეო: "მამის მიმართ იყო მუქარა, რომ შარში იყო შენი გოგო და შენც შარში არ გაეხვეო" - ადვოკატი ჰყვება, რამ გაუჩინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო