ადვოკატის განცხადებით, დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება და გური ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ. უნდა ამოიცნოს

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. როგორც უწყებაში მისვლის შემდეგ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს. მისივე ინფორმაციით, ამოცნობის პროცედურა დაუყონებლივ უნდა ჩატარებულიყო და საქმის წარმოებასთან ,,უამრავი კითხვები აქვთ”, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოძიებასთან მაინც თანამშრომლობენ.

,,დღეს ტარდება ამოცნობის პროცედურა, სადაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ. და განცდა იმისა, რომ ამირხანაშვილი მას ვერ ამოიცნობს, არავის არ გვაქვს, იმიტომ, რომ დაახლოებით 40 დღეა გასული მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა მივიღოთ ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შევუწყოთ ხელი გამოძიებას, რომ სრულყოფილად წარიმართოს. ამოცნობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, დღემდე რომ ამირხანაშვილი ვერ ნახავდა მის ფოტოსურათს და არ იცის როგორ გამოიყურება, ამის არავის არ სჯერა. ჩვენ ნებაყოფლობით მივეცით ექსპერტიზისთვის მასალები გამოძიებას, გამოიკითხა არასრულწლოვანიც, მიუხედავად იმისა, რომ მისგან იძულებით აიღეს ეს ჩვენება. ასევე, მინდა მივმართო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დროულად გამოავლინოს ის მოძალადე პოლიციელი, რომელმაც იძალადა არასრულწლოვანზე. ჩემთვის საეჭვოა სისხლის სამართლის საქმე, მისი მიმდინარეობა, უამრავი კითხვები გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან,” - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა