თბილისში, ჭავჭავაძის 15 ნომერში მდებარე კომპანიის ოფისი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, დალუქულია

თბილისში, ჭავჭავაძის 15 ნომერში მდებარე შპს "ზეგ“-ის ოფისი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, დალუქულია.

როგორც ცნობილია, ამავე კომპანიის შენობაში მდებარეობს პაატა ბურჭულაძის შვილების საკუთრებაში არსებული შპს "ემ სი ჯგუფი".

როგორც ჟურნალისტებს "ემ სი ჯგუფის" წარმომადგენელმა ლექსო ბურჭულაძემ განუცხადა, მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია თუ როდის დაასრულეს სამართალდამცველებმა "ზეგ“- ის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები. მისივე განმარტებით, არ იცნობდა თამარ ბაჩალიაშვილს და ასევე არ იცნობს "ზეგ“-ის თანამშრომლებს.

ბურჭულაძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა საქმიანობას ეწეოდა კომპანია "ზეგ“-ი.

"ჩვენ მუშაობას 18:00 საათზე ვამთავრებთ, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მგონი დალუქული იყო "ზეგ“-ის ოფისი. არ ვიცი, რას საქმიანობს ეს კომპანია. არანაირი შეხება არ გვქონია ამ ოფისთან და მაგ გოგოსთან. შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. ჩვენ აქ 3 წელია ვართ და როცა მოვედით "ზეგ“-ი აქ დაგვხვდა",- განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს