სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა

სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში სწავლობს გიორგი შაქარაშვილის საქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს და მონიტორინგს უწევს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

„მრავალტომიანი საქმის გაცნობის პარალელურად, 22 ივლისს მოვლენების სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, სახალხო დამცველმა პირადად დაათვალიერა ის ადგილი, რომელიც სავარაუდოდ გიორგი შაქარაშვილმა გარდაცვალებამდე გაიარა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა