მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დროულად გამოიძიონ და ეს თემა არავინ და არაფერმა გადაფაროს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების საქმე დროულად, სრულყოფილად იყოს გამოძიებული და ეს თემა არავინ და არაფერმა გადაფაროს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ძალოვან სტრუქტურებში ბევრი კითხვის ნიშანი და ბევრი დარღვევა ჩანს.

„არაფერს გამოვრიცხავ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი დასაშვებია. მითუმეტეს, როდესაც ყველაფერი დანგრეულია. არანაირი სისტემა არ არსებობს და ყველგან, ყველაფერში კითხვის ნიშნებია. არაფერი თავის ადგილზე არ არის. ძალოვან სტრუქტურებში ბევრი კითხვის ნიშანი ჩანს, ბევრი დარღვევაა, თუნდაც „ხორავას საქმიდან“ გამომდინარე.

სიმყარე და სიმტკიცე არაფერს თან არ ახლავს. ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში გარკვეულ დანაშაულებებს ჩადიოდნენ, დღეს ისევ მოსამართლეებად არიან. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის ხდება რაღაც, რაღაცის გადაფარვით“,- აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს