კორეის ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა

სამხრეთ კორეის ეკონომიკა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლის მეორე მეოთხედში ეკონომიკის ასეთი ვარდნა კორონავირუსის გამო ქვეყნის ექსპორტის მკვეთრი შემცირებითაა გამოწვეული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს 1998 წლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი შემცირებაა. 1998 წელს წლის მეოთხე კვარტალში, აზიის ფინანსური კრიზისის გამო, სამხრეთ კორეის ეკონომიკა 3.8 %-ით შემცირდა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 13 938 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 297 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს