გიორგი ვაშაძე - ჩვენს წინაშეა დამსხვრეული ოცნებების პარტია, ნომერ პირველი ამოცანაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის თანამშრომლობა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სავარაუდოდ, რეგიონების იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს, მისი პარტია ოპონირებას არ გაუწევს და მხარს დაუჭერს.

ვაშაძის თქმით, „დამსხვრეული ოცნებების პარტიის“ დასამარცხებლად აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციურმა ძალამ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას და პარტიული ინტერესები უკან გადაწიოს.

„ჩვენი გუნდის მხრიდან ველს მაქსიმალურად ვათავისუფლებთ იმისთვის, რომ სხვები შეთანხმდნენ. არ გამოვხატავთ დიდ პრეტენზიებს მაჟორიტარულ ოლქებზე ერთადერთი მიზნის გამო - განა მაგარი და ღირსეული ადამიანები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ შეთანხმებას“,- აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის მხრიდან ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, მათ საერთო მისწრაფებებზე მიუთითებს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს წინაშე დგას დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - ხალხს რამენაირად გამოსტაცოს თავისუფალი არჩევანი. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ოპოზიციის თანამშრომლობა და კოორდინაცია. მრავალფეროვნებით ერთიანობა - ესაა ფორმულა, რომლითაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს შესაძლებელია, იყოს შეთანხმება. თუნდაც ის ექვსი მაჟორიტარული ოლქი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით თბილისში, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მისწრაფებებს აჩვენებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება განცხადება, რომელსაც გავავრცელებთ, მომავალ კვირაში სტარტს მივცემთ ჩვენი გუნდი საარჩევნო კამპანიას. ჩვენთვის მთავარია საერთო ოპოზიციური ფორმატი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და იმ სამომავლო კოალიციის ჩანასახების დანახვისთვის, რომელიც ასე უნდა ხალხს.

მზად ვარ ყველა ოპოზიციურ მაჟორიტარს დავუჭირო მხარი, რა თქმა უნდა, ესაა ჩემი მარტივი პოზიცია. მითუმეტეს, თუ ეს შეთანხმებული კანდიდატები იქნება, უფრო მარტივი იქნება მხარდასაჭერად“,- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში შეთანხმების რესურსი, ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების გარკვეული რესურსი არსებობს.

„ეს არ იქნება ყველგან. ყველაგან არც უნდა იყოს, რადგან არის სპეციფიური ოლქები, სადღაც პირიქით - მნიშვნელოვანია რამდენიმე კანდიდატის დაყენება. აქედან გამომდინარე, დავსხდებით, ვისაუბრებთ, შევთანხმდებით და ჩამოვყალიბდებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს