უკრაინაში ხელყუმბარით შეირაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა

ხელყუმბარით შეირაღებულმა მამაკაცმა უკრაინაში პოლიციელი მძევლად აიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„23 ივლისს, 09:05 საათზე, ქალაქ პოლტავაში, ადმინისტრაციული სასამართლოს შენობის გარეთ, სამართალდამცავები შეეცადნენ დაეკავებინათ პირი, რომელიც მანქანის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. დაკავების დროს თავდამსხმელმა ამოიღო ხელყუმბარა და მისი აფეთქებით დაიმუქრა. მას თან პოლიციელი ჰყავს,“- წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი პოლიციელი ადგილობრივი მთავარი დეტექტივით, პოლიციის პოლკოვნიკ ვიტალი შიიანით ჩაანაცვლა.

ანტონ გერაშჩენკოს თქმით, გამტაცებელთან მოლაპარაკებები გრძელდება.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში ხელყუმბარით შეირაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი მძევლად აიყვანა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს