მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა

ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა,- ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტს აგრძელებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლება ინვესტორებს საქმიანობისთვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის.

"ჩვენ გვყავს არათანმიმდევრული, უუნარო მთავრობა, რომელმაც შექმნა ისეთი პირობა, რომ ინვესტორებს შეუქმნა არახელსაყრელი გარემო ჩვენ ქვეყანაში. ანაკლიის პროექტი ამის ნათელი დადასტურებაა. პირობას გაძლევთ, ოქტომბერში, როგორც კი "ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ, შევცვლით საინვესტიციო გარემოს ისე სწრაფად რომ ქვეყანაში დაიწყოს ნამდვილი რენესანსი. ჩვენმა გუნდმა იცის როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ ჭაობიდან. როგორც გავხადოთ ლიდერი",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო