გამომცემლობა პალიტრა L-ის "ლიტერატურული გაჩერება" მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება

თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა აღმოაჩინო ახალი წიგნები და შეიძინო დიდი ფასდაკლებით, იმოგზაურო და დაესწრო საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს, გაცვალო უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში და მოუფრთხილდე გარემოს, მაშინ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება მოდის შენთან!

გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს. "მივდივართ მკითხველთან, ქვეყნის ყველა კუთხეში და იწყება დიდი #ლიტერატურულიგაჩერება. იუბილესთან დაკავშირებით, ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, გავახაროთ ჩვენი ერთგული მკითხველი. მუდმივად ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას და ჩვენც ძალას არ ვიშურებთ, შევქმნათ საუკეთესო ლიტერატურა, ყველა გემოვნების მკითხველისთვის. 24 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, იქნება ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ღონისძიებები, შეხვედრა ავტორებთან, წიგნის პრეზენტაციები, ყველას მოვუწოდებ შემოგვიერთდეს", - ანანო თავხელიძე, გამომცემლობის მარკეტინგის ხელმძღვანელი. გთავაზობთ "ლიტერატურული გაჩერების" განრიგს:

24 ივლისი - ყვარელი, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (კუდიგორის #2) გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, -50%- იანი ფასდაკლება, სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე. ასევე ყვარელი პროექტ „მაკულიტერატურას“ მასპინძლობს. აქციის ფარგლებში, მომხმარებლები 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლიან; თაბახის ფურცლების, ძველი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების სანაცვლოდ, ახალი და საინტერესო ლიტერატურის დიდი არჩევანი დახვდებათ.

25 - 26 ივლისს გამოფენა-გაყიდვა გადაინაცვლებს თელავში, თეატრის მიმდებარე ტერტორიაზე (ერეკლე II-ის ქუჩა). აქაც შესაძლებელი იქნება მაკულატურის გადაცვლა წიგნებში (1კგ=1 ლარს) .

25 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე კი თელავის "ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველს შეხვდებიან მწერლები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი. ისინი ინტერაქციულ წიგნს "ფენიქსს" წარადგენენ. ეს სხვანაირი წიგნია, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს და ლიტერატურული ექსპერიმენტია.

26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება მაკულიტერატურის აქცია - 1კგ=1 ლარს

29 ივლისს ლიტერატურული გაჩერება საჩხერეს ეწვევა. გამოფენა-გაყიდვა -50%-იანი ფასდაკლებით გაიმართება კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. (თავისუფლების ქუჩა #1).

30 ივლისს ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ულამაზეს რაჭაში გაგრძელდება, ონი წიგნების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს, 31 ივლისს კი ამბროლაური.

1-2 აგვისტოს ლიტერატურული ქარავანი ზუგდიდში გაჩერდება.

1 აგვისტოს სამეგრელოს ქართველი ავტორები ესტუმრებიან: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი. ისინი ახალ, ინტერაქციულ წიგნს "ფენიქსს" წარადგენენ.

ზუგდიდში ასევე მაკულიტერატურის აქცია გაიმართება 1-2 აგვისტოს , 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა -40%-იანი ფასდაკლებით.

3-4 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება სვანეთის მთებში დაბანაკდება. მესტიაში წიგნების-გამოფენა გაყიდვა გაიმართება:

10 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება - ყაზბეგი; 12 აგვისტო ლიტერატურული გაჩერება - სიონი; 13 აგვისტო ლიტერატურული გაჩერება - სურამი.

14-15-16 აგვისტოს - ზაფხულის ლიტერატურული თავგადასავალი ბათუმში გაგრძელდება და ბათუმელებს საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები ელით.

14 აგვისტოს დაიწყება „მაკულიტერატურის“ აქცია, რომელიც 16 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

ასევე, 14 აგვისტოს გაიმართება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ღონისძიება.

15 აგვისტოს გაიმართება „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულის თინათინ ბერიძის წიგნის „მოპარული სიყვარულის“ პრეზენტაცია. "ბიბლუსი გალერეა", 19:00 საათზე.

16 აგვისტოს, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება ინტერაქციული წიგნის, ფენიქსის პრეზენტაცია, რომელსაც „ლიტერატურულ ექსპერიმენტსაც“ უწოდებენ. ბათუმს ეწვევიან ქართველი ავტორები: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩაბელი.

17 აგვისტოს ლიტერატურული გაჩერება ოზურგეთში გადაინაცვლებს (მის: 9 აპრილის პარკი) გურულებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში და ასე გადაარჩინონ გარემო. (1კგ = 1 ლარს) 19:00 საათზე, კაფეში "რვას + 1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3) "ფენიქსის" ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.

18 აგვისტოს ოზურგეთში დასრულდება მაკულიტერატურის აქცია, რომლის ფარგლებშიც 1 კგ მაკულატურას, 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.

19 აგვისტოს - "პალიტრა L-ის" ლიტერატურული გაჩერება ბახმაროში დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო