სიმონ გაბრიაძე, რომლის მიერ ნასროლ ტყვიასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედის  სიცოცხლე ემსხვერპლა, კვლავ პატიმრობაში რჩება

ყოფილი პოლიციელი, სიმონ გაბრიაძე, რომლის მიერ ნასროლ ტყვიასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა, კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გასროლილმა ტყვიამ 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჩადენილს არაპირდაპირი განზრახვით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა