რატი იონათამიშვილი "ოცნების" სიაში თემურ აბაზოვის შესაძლო ყოფნას არ ადასტურებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი "ქართული ოცნების" სიაში თემურ აბაზოვის შესაძლო ყოფნას არ ადასტურებს.

"ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არც განხილულა, არც განიხილება და საერთოდ არავის დაუყენებია დღის წესრიგში,"- აცხადებს იონათამიშვილი ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ ინფორმაცია თავად აბაზოვმა დაადასტურა, იონათამიშვილი ამბობს, რომ მან შეკითხვას უკვე უპასუხა და სხვა კომენტარს საკითხზე არ გააკეთებს.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო