ნიკო მჭედლიშვილი „ფრონტერაზე“ - საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა

„საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს ამერიკულ ბიზნესს ხელი შეუწყოს“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკო მჭედლიშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 27 ივლისს აღარ შეწყდება კონტრაქტი „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ და ამით კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით, საქართველოს „მთავრობის გადაწყვეტილებით, "ფრონტერას" მოესპობა შესაძლებლობა, ამერიკელ კანონმდებლებს ლობისტების დამხარებით დროდადრო აწოდოს არასწორი ინფორმაცია და დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ბიზნეს-გარემოსი“.

მისი თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, "ფრონტერამ" სახელმწიფოს დაუბრუნა ტერიტორიის ის 99 პროცენტი, სადაც მას ძებნა-ძიება უნდა ეწარმოებინა, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა