რომან გოცირიძე - საზოგადოების დაცინვა იქნება, თუ "ქართულმა ოცნებამ" სიაში თემურ აბაზოვი შეიყვანა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საზოგადოების დაცინვა იქნება, თუ "ქართულმა ოცნებამ" სიაში თემურ აბაზოვი შეიყვანა.

"ქართული ოცნებისგან" ყველაფერია მოსალოდნელი. წარმოადგინეს მაჟორიტარები, საიდანაც 10 მდუმარე დეპუტატი იყო. მე ზოგს სახეზეც არ ვიცნობ, 4 წელიწადია, 12- დან 10- ს ხმა არ ამოუღია. ამაზე მეტი გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ გვაკვირვებენ - სამარცხვინო, ცინიკური და დამამცირებელი შემოთავაზებაა " ქართული ოცნებისგან", რომ სიაში სვამენ ადამიანს, რომელმაც ღირსება შეულახა და არაადამიანურად მოექცა მოქალაქეს და ეს ისტორია ვიცით, თუ რა მოხდა მაშინ. ეს იქნება საზოგადოების დაცინვა, თუკი გაბედა და გათავხედდა "ქართული ოცნება" და ეს პიროვნება შეიყვანა სიაში", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო