სოფო კილაძე „ოცნების“ ყოფილ წევრებს - გომელაურმა არჩევნებში ჩარევა ახლა დაიწყო, თუ ადრეც ერეოდა? თუ ადრეც ერეოდა, „ოცნებაში“ რატომ შემოხვედით?

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით ადგილი აქვს "პოლიტიკურ თამაშებს", რომელსაც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ეწევიან.

ამ განცხადებით დეპუტატი "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" ბრალდებებს გამოეხმაურა.

კილაძე ყოფილ თანაგუნდელებს კითხვით მიმართავს, რატომ არაფერი თქვეს ამ საკითხზე მაშინ, როცა გუნდის წევრები იყვნენ. "მინდა, ჩემს კოლეგებს საპასუხო კითხვით მივმართო. ბატონმა გომელაურმა არჩევნებში ჩარევა ახლა დაიწყო, თუ ადრეც ერეოდა? თუ ადრე ერეოდა, მაშინ, "ქართულ ოცნებაში" რატომ შემოვიდნენ და რატომ გახდნენ გუნდის წევრები 2016 წელს, ან მანამდე? თუ გომელაური არჩევნებში არ ერეოდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩარევა რვა წლის თავზე დაიწყო. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ეწევიან. ახლა მათ სიტუაციას ასე აწყობს და ასე აკეთებენ. მოდით, მეგობრებო, გომელაურთან დაკავშირებით ჩამოვყალიბდეთ. თუ გომელაური ასე პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორც სამართალდამცავი, ამაზე ხმა მაშინ რატომ არ ამოიღეს, როცა "ქართულ ოცნებაში" იყვნენ? ახლაც ჩამოყალიბდნენ თავიანთ პოზიციაზე, ხომ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია და მის უკან არაფერი არ არის სიმართლე ", - განაცხადა კილაძემ.

ცნობისათვის, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შსს დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე არ მუშაობს და პოლიციის პოლიტიზირება და წინასაარჩევნოდ გამოყენება ხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა