რუსთავში აქცია - „რატომ გვწამლავთ?“ გაიმართა

რუსთავში აქცია - „რატომ გვწამლავთ?“ გაიმართა. აქციის მონაწილეები „ჰაიდელბერგ ცემენტს“ ჰაერის ფილტრების დამონტაჟებას სთხოვენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე, რომლის განცხადებით, აღნიშნული ქარხნის მეწილე და სავარაუდოდ მფლობელიც, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია და სწორედ ამიტომ სარგებლობს ის ხელშეუხებლობით.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქალაქ რუსთავში 365 დღიდან 320 დღე ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით, რომელიც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშ დაავადებებს იწვევს. ატმოსფეროს მყარი ნაწილაკებით მთავარი დამბინძურებელი არის ეს ქარხანა და იმის გამო, რომ ეს საწარმო ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ უბედავს, რომ მიუთითოს გარემოს დაცვაზე, ვერავინ უბედავს, რომ შეაწყვეტინონ, დააჯარიმონ, ან აიძულონ, რომ გარემოს დაბინძურება მათი მხრიდან შეჩერდეს“, - განაცხადა კირკიტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა