გერმანიის სასამართლომ 93 წლის მამაკაცი მეორე მსოფლიო ომის დროს 5 000-ზე მეტი ტყვის მკვლელობაში თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის სასამართლომ 93 წლის მამაკაცი, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი მეორე მსოფლიო ომის დროს ბანაკებში მყოფი 5 232 ტყვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასამართლომ განაცხადა, რომ ბრუნო დ., რომელიც შტუტოფის საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა, 1944 წლის აგვისტოდან 1945 წლის აპრილამდე პერიოდში ბანაკში მყოფი ტყვეების მკვლელობაში მონაწილეობდა. ვინაიდან მამაკაცი დანაშაულის ჩადენის პერიოდში 17-18 წლის ასაკის იყო, მის მიმართ ის განაჩენი გამოიტანეს, რასაც ამ ასაკის პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის 3-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ცნობისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს შტუტოფის საკონცენტრაციო ბანაკში 65 000 ადამიანი მოკლეს ან დაიღუპა, მათი უმრავლესობა ებრაელი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო