რომან გოცირიძე - სუს-ი, შსს და პროკურატურა არის "ოცნების" საარჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი

საარჩევნო პროცესში სუს-ი, შსს და პროკურატურა არის "ოცნების" საარჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შს მინისტრის გადაყენების თაობაზე "ჩვენი საქართველი სოლიდარობის" მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რამდენად გამოიღებს შედეგს მინისტრის გადადგომა ძნელი სათქმელია, ამიტომ არჩევნებში ძალადობის, მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალება ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებამ და ოპოზიციამ არ უნდა მისცეს.

"საარჩევნო პროცესში სუს-ი, შსს და პროკურატურა არის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ძალოვანი ნაწილი - დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, შანტაჟის მექანიზმი. გარედან ერევიან კრიმინალები არჩევნებში, ისინი ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის მონაწილეობდნენ საარჩევნო პროცესში. ეს უნდა მორჩეს. მინისტრის გადადგომა ამას უშველის თუ არა, არ ვიცი, მაშინ მთელი ძალოვანები უნდა გადადგნენ, მაგრამ ერთს გადააყენებ, სხვები იგივეს გააკეთებენ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით და ჩვენი არნახული მობილიზებით ვერ გავაბედინებთ ცხვირი შემოყონ უბანში იმ ბიჭ-ბუჭებმა და იმ ე.წ. მოშავო ელემენტებმა, რომლებიც ატერორებენ თავიანთ მეზობლებს, მეგობრებს, ახლობლებს და რომლებიც დაწანწალებენ საარჩევნო უბნის ირგვლივ, ვერ გაბედავენ, მოვლენ და მოხვდებათ ძალიან კარგადაც,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში" შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს შსს დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე არ მუშაობს და პოლიციის პოლიტიზირება და წინასაარჩევნოდ გამოყენება ხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს