გიორგი გელხაური - გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. თუმცა არ უთქვამს, რომ არასრულწლოვანმა მასზე ძალადობა განახორციელა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველის გიორგი გელხაურის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო და განმარტა, რომ ის მანქანაში ნახა.

მისივე ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილს არ უთქვამს, რომ მასზე რაიმე ტიპის ძალადობა განახორციელეს და მანქანაში იძულებით ჩასვეს.

„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა, გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და ასევე განმარტა, რომ ეს პირი მანქანაში ნახა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ არასრულწლოვანმა მას რაიმე სახის ძალადობა, ან შეურაცხყოფა მიაყენა. მან განმარტა, რომ მეორედ ზ.ხ. ნახა მცხეთაში, პოლიციის განყოფილებაში, სადაც არასრულწლოვანმა მას ნამცხვარი გადასცა. ეს დეტალი დაფიქსირებულია ოქმში და ამირხანაშვილს ხელი აქვს მოწერილი. მას არ გაუმეორებია, რომ ვინმემ იძულებით ჩასვა ავტომობილში, უბრალოდ თქვა, რომ ზ.ხ. ნახა „ტოიოტა ქემრის” მარკის ავტომობილში“, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა