გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის საბჭოს ახალი წევრის დანიშვნის თაობაზე ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

კარგად გვახსოვს დრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ერთ დღესაც გამოვიდოდა და წარმოგვიდგენდა უკვე დანიშნულ წევრს. ამ შემთხვევაში პროცედურულად ჩატარდა კონკურსი, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე პრეზიდენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნას.

როგორც მიქაუტაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საბჭოს წევრის შერჩევის პროცესზე ისეთი პირების მხრიდან ისმის კრიტიკა, ვინც თავად ბუნდოვანი პროცედურების შედეგად გამწესდა პოზიციაზე.

“გვესმის სხვადასხვა კრიტიკული შეფასებები ამ პროცესთან დაკავშირებით. მათ შორის ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებიც ბევრად უფრო ბუნდოვანი და ცუდი პროცედურით იქნენ გამწესებულები. ჩვენ კარგად გვახსოვს დრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ერთ დღესაც გამოვიდოდა და წარმოგვიდგენდა უკვე დანიშნულ წევრს. ამ შემთხვევაში პროცედურულად ჩატარდა კონკურსი. ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო უფლებამოსილი, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკუთარი კანდიდატურა დაესახელებინა. პრეზიდენტმა ამ პროცედურების დაცვით შეარჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება საბჭოში ახლადდანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, მიქაუტაძე ამბობს, რომ მასთან არც პირადი და არც პროფესიული ნაცნობობა არ აკავშირებს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის დანიშვნის თაობაზე ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, ისევე როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რადგან მნიშვნელოვანია საბჭო სრულად იყოს დაკომპლექტებული და მისი ყველა წევრი იყოს დანიშნული, რათა არ შეფერხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. რაც შეეხება თავად კანდიდატურას, მე მასთან პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებს, არც საქმიანი ურთიერთობა. ის უკვე უფლებამოსილია გამოცხადდეს საბჭოში. ბუნებრივია, ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას“,- განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა. თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს