BBC News- ის რუსული სამსახურის კონტენტი ვებგვერდ Sova.News-ზე იქნება  ხელმისაწვდომი

ტექსტური შინაარსის განთავსებაზე სალიცენზიო ხელშეკრულებით, BBC News- ის რუსული სამსახურის რეგიონალური და საერთაშორისო სიახლეების ნახვა უკვე ქართულ ონლაინ ჟურნალ Sova.News-ზეა შესაძლებელი.

Sova.News-ი დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემაა, რომელიც საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ცდილობს, მკითხველთა ფართო წრის მოზიდვას. ონლაინ ჟურნალი Sova.News-ი დამოუკიდებელი ჟურნალისტების ჯგუფის მიერ 2016 წელს შეიქმნა.

BBC News- ის რუსული სამსახური BBC-ის მსოფლიო სამსახურის (BBC World Service) ნაწილია, რომელიც ახალი ამბების შინაარსს რადიოს, სატელევიზიო და ციფრული არხების საშუალებით, 42 ენაზე აწვდის მსოფლიოს. BBC-ის მსოფლიო სამსახურის ერთ – ერთი განყოფილება, BBC Learning English-ი, მთელი მსოფლიოს აუდიტორიას ასწავლის ინგლისურს.

BBC-ის გლობალური აუდიტორიის მაჩვენებლის (BBC Global Audience Measure) მიერ დღეს გამოქვეყნებული 2019-2020 წლის მონაცემებით, BBC მსოფლიოს ყოველკვირეული აუდიტორია 11 პროცენტით, 351 მილიონამდე, BBC News- ის რუსული სამსახურის აუდიტორია კი - 32 პროცენტით გაიზარდა.

BBC News- ის რუსული სამსახურის მასალები ხელმისაწვდომია შემდეგ სოციალურ ქსელებზე : Facebook-ზე, Instagram-ზე, OK.ru-ზე, Telegram-ზე, Twitter-სა და Vkontakte-ზე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა