გია ვოლსკი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე -  როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს არის უზნეობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მღელვარება, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება, ნორმალურია. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება უზნეობაა.

"არამარტო ძალოვანი სტრუქტურები, ყველა მოტივირებულია, რომ სწრაფად იქნას გამოძიებული და დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნა, მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს არის უზნეობა, სულ მცირე, რაც შეიძლება ვთქვა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროს ტყესთან, ავტომანქანაში ნახეს გარდაცვლილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს