გიორგი ვოლსკი - ვახტანგ გომელაურს ყველა მაჩვენებელი იმ დონეზე აქვს, რომ არ იყოს პოლიტიკური თამაშების სამიზნე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრების ბრალდებები შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით, აბსურდია და რეალურად, მათ მედიის ყურადღების მიპყრობა სურთ.

როგორც გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ვახტანგ გომელაურს ყველა მაჩვენებელი - საერთაშორისო სტატისტიკა და დაფასება გარეთ თუ შიგნით იმ დონეზე აქვს, რომ არ იყოს ასეთი პოლიტიკური თამაშების სამიზნე.

„ის, რომ კონცელიძე არის დასახელებული, აქედან გამომდინარე, თითქოს ხდება ძალოვანი უწყებების მობილიზება მის გარშემო, აბსურდია. მეორე მხრივ, ამ პოლიტიკური ფიგურების მესმის, რადგან არანაირი ყურადღება არსაიდან არ აქვთ და მათი ინტერესია, რომ ჟურნალისტებმა ამ თემაზე კითხვები დასვან და პოლემიკა ატყდეს. ვახტანგ გომელაურს ყველა მაჩვენებელი, საერთაშორისო სტატისტიკა და დაფასება გარეთ თუ შიგნით, იმ დონეზე აქვს, რომ არ იყოს ასეთი პოლიტიკური თამაშების სამიზნე”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში" შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ. როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შინაგან საქმეთა მინისტრი დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე არ მუშაობს და პოლიციის პოლიტიზირება და წინასაარჩევნოდ გამოყენება ხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა