თენგიზ ცერცვაძე - საქართველომ სასწაულს მიაღწია - სამწუხაროდ, ვიდრე ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვიდრე ვაქცინა არ შეიქმნება, მანამდე კორონავირუსის ერთეული და ათეული შემთხვევები იქნება.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების ფონზე საქართველომ „სასწაულს მიაღწია“.

„მთელ მსოფლიოში იზრდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რაოდენობა. იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათიათასეულობით. აშშ ყოველდღე ამყარებს რეკორდს. სომხეთში და აზერბაიჯანში 500-600 შემთხვევაა, რუსეთში 7000-8000, თურქეთში 1500 შემთხვევა. ამ ფონზე საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების გამორჩეული და ძალიან კარგი საქმიანობით და მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ არც ერთი შემთხვევა არ იყოს, 1,2, 5, 10, 20 შემთხვევა სულ იქნება. ელემენტარულად ტრაილერის მძღოლები შემოდიან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რამდენიმე ათეული ტრაილერი შემოდის დღეში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოება მეტ-ნაკლებად მოდუნდა.

„ალბათ ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოაწყობილი, რომ რაც არ უნდა არწმუნო, როცა დაინახეს, რომ რეალურად საფრთხე არ ჩანს, ისინი გამოვიდნენ, დაიწყეს შეკრებები, ნორმალური, ადამიანური ცხოვრება, ჩქარა დაუბრუნდნენ ამას. დადიან კურორტებზე, ისვენებენ სასტუმროებში და არც ერთი მათგანი არ ხდება ავად, ბუნებრივია მოდუნდა ხალხი. ცალკეული შემთხვევები შეიძლება მათ გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც კი იყოს. კოვიდი არსად წასულა. ის რჩება გაძლიერებული ფორმით და მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი. სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, მანამდე კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ერთეული და ათეული შემთხვევა იქნება და მას უნდა დახვდეს ძლიერი კლინიკური სექტორი, რათა ეს ათეული შემთხვევა მთლიანად საქართველოსთვის არ იქნეს დიკსომფორტის შემქმნელი და ქართველმა ხალხმა მიუხედავად კოვიდის არსებობისა, თავი იგრძნოს დაცულად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა