ჩუღურეთში N125 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე N125 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შემოდგომაზე იმავე ადგილას ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესა და მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. შეხვედრას, სადაც კახაბერ გვანცელაძემ ბაღის მშენებლობის პროექტი წარადგინა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლებიც ესწრებოდნენ.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არსებულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ხუთ სააღმზრდელო ჯგუფზე იქნება გათვლილი. ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 160-მდე აღსაზრდელი შეძლებს.

„ახალი ბაღის მშენებლობას ჩვენ შემოდგომაზე დავიწყებთ და უკვე მომავალ სააღმზრდელო წელს მის ექსპლუატაციაში მიღებას შევძლებთ. ბაღი დააკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ სტანდარტებს და ჩვენი პატარები სააღმზრდელო პროცესს ამორტიზებული შენობის ნაცვლად, კეთილმოწყობილ გარემოში დაუბრუნდებიან“, - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის, N125 ბაგა-ბაღი რიგით მერვეა იმ ბაღებს შორის, რომლის ავარიული შენობის დემონტაჟსაც ბაღების მართვის სააგენტო თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. შენობის დახურვის შემდეგ, ბაგა-ბაღის კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდა და მათი სააღმზრდელო პროცესი არ შეფერხებულა.

თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი საზოგადოებას კინემატოგრაფიაში ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს