"აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმებს შეკერავს

MADE IN GEORGIA - 2021 წელს, სწორედ ამ წარწერის უნიფორმებით ითამაშებენ ცნობილი ნაკრების ფეხბურთელები, რომლებსაც "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი დაამზადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, უნიფორმები შეკერილი იქნება ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ხელშეწყობით რუსთავში შენდება და რომლის ფარგლებში 3 000 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის გუნდები სწორედ საქართველოში დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ.

შეგახსენებთ, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება.

სააგენტოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა