სავაჭრო პალატა - ვმუშაობთ აპლიკაცია AOKpass-ის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას

ვმუშაობთ აპლიკაცია AOKpass-ის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქართვლოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, სავაჭრო პალატის საგარეო ურთიერთბების და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეწარმეობის ცენტრის სტამბოლის ოფისის მიერ ორგანიზებულ ვებინარში, რომელიც ეხებოდა მსოფლიოში ტურიზმის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს და პოსტ-პანდემიურ პერიოდში არსებულ ციფრულ გადაწყვეტებს.

„ვებინარზე განიხილეს ტურიზმის გლობალური და რეგიონალური პერსპექტივები საქართველოსა და თურქეთში არსებული მდგომარეობის ჭრილში. ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დანერგილი ციფრული აპლიკაცია AOKpass-ზე იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გარანტიებით.

სავაჭრო პალატის წარმომადგენელსა და AOKpass -ის წარმომადგენელს შორის უახლოეს დღეებში შედგება ონლაინ შეხვედრა აღნიშნული აპლიკაციის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტთანაც გაიმართება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო