ვახტანგ ძაბირაძე - კრიმინალი ცარიელ ცაზე ხომ არ ჩნდება, ქვეყანაში გამეფებულია ძალის კულტი, არამარტო ქუჩაში, არამედ ზოგადად ყველაფერში

ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა 2012 წელს გადაიბარა სახელმწიფო და არ დაიწყო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენული ვითარება შეაფასა.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევები გაზრდილია, რაც ლოგიკურია.

„კრიმინალი ცარიელ ცაზე ხომ არ ჩნდება?! ქვეყანაში გამეფებულია ძალის კულტი, არამარტო ქუჩაში, არამედ ზოგადად ყველაფერში. ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც 2012 წელს გადაიბარა სახელმწიფო და არ დაიწყო სახელმწიფოს მოწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. როდესაც ასეთი მართვის სისტემა გაქვს, ქვეყანა ან უნდა მართო ისე, როგორც მართავდა „ნაციონალური მოძრაობა“ , რაც არ მოგვწონდა, ან ისე, როგორც ამას შევარდნაძე აკეთებდა. რაღაც საშუალო დაიჭირო, ეს არ გამოდის. „ქართული ოცნება“ ცდილობს, საშუალო გამოიყვანოს ამ ორი შემთხვევიდან.

სისტემა უნდა შეიცვალოს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ არსებული მართვის მოდელი დარჩება, როდესაც ერთპიროვნული მართვა ხდება, თუმცა არ გადის რეპრესიების ზღვარზე, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, მაშინ ვღებულობთ განუკითხაობას. როგორც კი განუკითხაობას ღებულობ, იზრდება კრიმინალი, ეს ლოგიკურია. არ არის სიახლე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა