საფრანგეთის პრეზიდენტი ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლების ხელყოფის გამო თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესს პარიზში, ელისეს სასახლეში უმასპინძლა. მათ საკუთარ განცხადებებში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მოქმედებები გააკრიტიკეს, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოძიების მიზნით კვლევით და ბურღვით სამუშაოებს აწარმოებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლების ხელყოფისთვის თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციების დაწესება მოითხოვა.

„ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები არსებითია. სასწორზე დევს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით თურქეთისა და რუსეთისგან, რომლებიც სულ უფრო მეტ პრეტენზიას აცხადებენ და რის წინაშეც ევროკავშირი ჯერ კიდევ ძალიან ცოტას აკეთებს. სერიოზული შეცდომა იქნება, თუკი ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უსაფრთხოება ამ მოთამაშეების ხელში აღმოჩნდება“, - განაცხადა მაკრონმა.

აქვე, მან საბერძნეთსა და კვიპროსს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის მხრიდან „მათი სუვერენიტეტის ხელყოფის“ საკითხში. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება, არ უპასუხოს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში პროვოკაციებს.

„მიუღებელია, რომ ჩვენი კავშირის წევრი ქვეყნების საზღვაო სივრცე დაარღვიონ ან მათ დაემუქრონ. მათ, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, სანქციები უნდა დაუწესდეს. ევროპამ მტკიცედ უნდა დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი“,- აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთი ბუნებრივი რესურსების მოსაძიებლად სადაო წყლებში სეისმურ სამძებრო და ბურღვით სამუშაოებს დაიწყებდა. თურქეთის ეს მოქმედებები საბერძნეთისა და კვიპროსის შეშფოთებას იწვევს, მათ ამ განხეთქილებაში მხარს უჭერს ევროკავშირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა