ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება

ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი უკვე გამოიკვლიეს, ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი კი დღეიდან დაიწყება .

"გარდაბნის ბევრი მცხოვრები მუშაობს სწორედ ლილოს ბაზრობაზე. ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან კვლევაზე მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე ვფიქრობთ, რადგან გარდაბანთან ყველაზე ახლო კავშირი აქვს ლილოს ბაზრობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ლილოს ბაზრობაზე დღეს ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო