შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქო და დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშომლებმა უაქციზო თამბაქო და დაუფასოებელი თუთუნი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 18-20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (2,510 კოლოფი სიგარეტი და 27 კგ. დაუფასოებელი თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის