„ლელო საქართველოსთვის” ლიდერები საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ

„ლელო საქართველოსთვის” თბილისის მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყო და ვაკის შემდეგ მოსახლეობას საბურთალოზე შეხვდა.

„ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, შეხვედრას "ლელოს” ლიდერები ესწრებოდნენ და საბურთალოს მოსახლეობას იმ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ, რომელიც კონკრეტულ უბნებსა და დედაქალაქშია.

“ლელოს” ლიდერები უშუალოდ პასუხობდნენ მოსახლეობის კითხვებს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარების გზებს განიხილავდნენ.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი მიზანი ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობაა, რათა მათ შეძლონ, შეითავსონ ნებისმიერი სამსახური ისე, რომ სოციალურ დახმარება შეინარჩუნონ.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში სოციალურად დაუცველების რიცხვი მაღალია, თუმცა „ლელოს“ აქვს გეგმა, რომ მათი ყოველდღიურობა შეიცვალოს. ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, სოციალური დახმარების პარალელურად, თუ ისინი 1 წლის განმავლობაში დასაქმდებიან, სამსახურთან ერთად შეუნარჩუნდებათ დახმარება და ასე შეძლებენ, რომ თავანთი შრომით შეიქმნან უკეთესი მომავალი. „ლელოს“ მიზანია, განახოთ გზა, თუ როგორ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენს ქვეყანას მიწის მხოლოდ 20% აქვს დამუშავებული, არადა საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, არ ვიყოთ იმპორტდამოკიდებულები. ამ საკითხებზე მუშაობის ნაცვლად 21-ე საუკუნეში გადაუჭრელ პრობლემად რჩება კაზინოები. არავის გვსურს, რომ ჩვენი ქვეყნის ბიზნესი იყოს ასოცირებული სათამაშო ბიზნესთან, მე მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ასოცირებული იყოს ინოვაციასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიასთან, სტარტაპებთან, ამისთვის აუცილებლად ვიმუშავებთ. ჩვენ უნდა წარმოვადგენდეთ იმ ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რომ თავიანთი ბიზნესი, თავიანთი ცოდნა, თავიანთ კომპიუტერთან, თავიანთ პროგრამებთან ერთად დაგეგმონ და ააწყონ საკმაოდ სერიოზული პროდუქტი”, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერი სამართალდამცავ სტრუქტურასაც შეეხო და განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები პოლიტიკური დაქვემდებარების ქვეშ არიან და სისტემა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს მიდგომა ბიზნესთან მიმართებაშიც და გამარტივდეს საგადასახადო წნეხი მცირე ბიზნესებზე.

„არ შეიძლება, 100 000 ლარიან ბრუნვაზე ადამიანებს მოსთხოვო ბუღალტერია და უამრავი სხვა რამ. უნდა გამარტივდეს ეს ყველაფერი, რომ ადამიანმა თავისუფლად დაიწყოს ბიზნესი და გააკეთოს ისეთი რაღაც, რომლითაც თავის ოჯახს გამოკვებავს და სხვასაც დაახარჯავს. ამ მდგომარეობას ჩვენ თქვენთან ერთად შევცვლით. თქვენ უშუალოდ იქნებით ამის მონაწილე და თქვენ შეგეძლებათ დააკომპლექტოდ გუნდი, რომელსაც იხილავთ პარლამენტში. ეს ძალა არის თქვენს ხელში”, -აცხადებს ხაზარაძე.

საბურთალოს მოსახლეობას შეხვდა „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნის განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც.

“სამწუხაროდ, ამ უბანშიც ვხედავთ იმას, რაც მთელ ქვეყანაშია, გაჭირვება . ჩვენთვის ეს არის შეუწყნარებელი პროცესი და შევიქმენით იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს მძიმე რეალობა. ამისთვის არ დავიშურებთ ძალისხმევას. ჩვენ საბურთალოსთვის გვაქვს ისეთი პროექტები, რომელიც სამაგალითოა მთელი ქვეყნისთვის, თუნდაც გამწვანების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გახდება საქართველოს განათლების ამერიკული აკადემია, რომელიც ერთი კი არა, რამდენიმე უნდა გვქონდეს ქვეყანაში, რომ საუკეთესო განათლება მიიღოს ჩვენმა მოსახლეობამ. უნდა შევძლოთ, რომ გარღვევა მოვახდინოთ არა მარტო ეკონომიკაში, არამედ განათლებაში, ჯანდაცვაში და სხვა სფეროში. სამწუხაროდ, დღეს ხალხს აქვს დაუცველობის განცდა და იძულებულები არიან, თავისივე ხელით დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება. მართლმსაჯულების სისტემაში არის სრული ქაოსი, ჩვენ უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ თანამდებობის პირი უნდა ემსახურებოდეს თითოეულ თქვენგანს და არა მხოლოდ საკუთარ თავს,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ლელოს“ ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, საბურთალოელ მოსახლეობას ყოველთვის ესმოდა თავისუფლების, სამართლიანობის, სამშობლოსთვის ბრძოლის ფასი. სწორედ ამიტომ, “ლელო” მოდის თითოეულ მათგანთან გამარჯვებისთვის.

„ლელოს“ ლიდერი გრიგოლ გეგელია საბურთალოს მოსახლეობას ეკოლოგიურ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქში დგას.

“დღეს ჩვენ მოგვისპეს სუფთა ჰაერის სუნთქვის უფლება, მოგვისპეს ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრების უფლება და უნდათ, ამას შევეგუოთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ნორმალური სახელმწიფო, ძალინ კარგად ვიცით, რა რესურსიც გაგვაჩნია და დღეს რა კეთდება. ეს ყველაფერი არის არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებს ჩვენი მთავრობა. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის “ქართული ოცნების” ჩანაფიქრი და ეს უნდა შევცვალოთ”, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის, თამარ შავგულიძის თქმით, საბურთალო არის უბანი, რომელიც ყოველთვის იღებდა სწორ და ისტორიულ გადაწყვეტილებას. დღესაც სწორედ ამ არჩევანის წინაშე დგას ქვეყანას და შავგულიძე იმედოვნებს, რომ ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო