ნინო წილოსანმა „მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

„მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა განმარტა, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს 2019 წლის ბიუჯეტის და არსებული კანონმდებლობის გაანალიზების საფუძველზე მომზადდეს რეკომენდაციები, რათა მომდევნო წლების ბიუჯეტში შესაძლებელი გახდეს მათი მაქსიმალურად ასახვა.

„კომიტეტში არის დაწყებული უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ დასასრულს ვუახლოვდებით. ეს არის „მწვანე ბიუჯეტის პროექტი“, რომელიც გულისხმობს, არსებული და მიმდინარე ბიუჯეტის ანალიზით, ასევე მიღებული კანონმდებლობის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მომდევნო წლების ბიუჯეტის პრიორიტეტების გამოყოფას. იმდენად მასშტაბური დოკუმენტი გამოვიდა, რომ შეიძლება ითქვას 2021-2024 წლების ბიუჯეტების განხილვისას, კომიტეტს ექნება ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რაზეც მან აქცენტი უნდა გააკეთოს. ეს დოკუმენტი ნამდვილად იქნება რეალური სახელმძღვანელო კომიტეტისთვის ყოველი ბიუჯეტის განხილვისას რათა დამტკიცებისას ადვოკატირება გაუწიოს მწვანე მიმართულებებს გარემოსდაცვით, ეკოლოგიის, კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და მიღებული კანონმდებლობის საკითხებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს იყო ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა სამუშაო ჯგუფში, ამის შემდეგ ჯგუფი სამინისტროებთან ერთად განიხილავს რეკომენდაციებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შემუშავებული იქნას ისეთი რეკომენდაციები, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც რეალისტური იქნება.

„მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტს კომიტეტი დაამტკიცებს, რის შემდგომაც დოკუმენტი ბიუროს წარედგინება. „მწვანე ბიუჯეტის პროექტის“ სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების შემადგენლობით მარტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივითა და ორგანიზაცია „სენის“ მხარდაჭერით, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი