შსს-სთან აქციის მონაწილეები ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე შს მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში მათ მინისტრი არ შეხვდება, საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

აქცია შს სამინისტროსთან ცოტა ხნის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. ასევე სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

როგორც "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, შს მინისტრს მორალური უფლება არ აქვს, რომ თანამდებობაზე იყოს და ის უნდა გადადგეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა