თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი შსს-ზე - საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან აპელირება, რომ თითქოს გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, საზოგადოებაში თვითმკვლელობის ვერსიის განვითარებას უწყობს ხელს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ფსიქოლოგი ბევრ ადამიანს ჰყავს და მასთან ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად რაღაც სერიოზული პრობლემა უნდა ჰქონდეს.

„ასე პირდაპირ მიმართება, რომ ფსიქოლოგი დაიკითხა და ახლა ამას იმიტომ არ ვასაჯაროებთ, რომ ოჯახის მდგომარეობა გვესმის, ამაზე აპელირება ცოტა უხერხულია საგამოძიებო უწყების მხრიდან. ასეთ აზრს მიჩენს ეს, რომ საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა იმიტომ, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები, რომ მზაობა გვქონდეს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო