ალექსანდრე ლუკაშენკო უცხოური მედიის ნაწილზე - ისინი მასობრივი არეულობისკენ მოუწოდებენ, რატომ ითმენთ? გააძევეთ ქვეყნიდან, თუკი არ იცავენ ჩვენს კანონებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის წევრებს დაავალა, მიუხედავად საარჩევო კამპანიისა, მედიასაშუალებების დესტრუქციულ ქმედებებზე მკაცრი რეაგირება მოახდინონ. ამის შესახებ ლუკაშენკომ ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკომ პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა საკუთარი მოვალეობა შეასრულონ და სხვების მითითებებს არ დაელოდონ.

„ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრონები. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა. თუ არ შეგიძლიათ - თქვით. საქმეს სხვები შეასრულებენ. ჩვენს მთავრობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ყველანი სხედან და პრეზიდენტის ბრძანებას ელოდებიან. რა დამოკიდებულებაა ეს ქვეყნის მიმართ? BBC, „რადიო თავისუფლება“ და სხვები. აღარ ვსაუბრობ ტენდენციურებზე, ისინი მასობრივი არეულობისკენ მოუწოდებენ. რატომ ითმენთ ამას? თქვენ მათ აქ აკრედიტაციას აძლევთ. არ არის საჭირო საარჩევნო კამპანიის დასრულებას ელოდოთ. გააძევეთ აქედან, თუკი არ იცავენ ჩვენს კანონებს და ხალხს მაიდანზე გასვლისკენ მოუწოდებენ. ამას მეორედ აღარ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შევედით რთულ საარჩევნო პერიოდში. ისინი უკვე თავს დაესხნენ უდანაშაულო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, მათ კი ოჯახი და ბავშვები ჰყავთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან აქვე აღნიშნა, რომ სჯობს ჟურნალისტები შევიდნენ ველებზე, სადაც ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს რეკორდული რაოდენობის მოსავლის ასაღებად, ასევე დაწერონ, ფილმები და სურათები გადაიღონ მოსავლის ასაღები კომბაინების ან რიგითი ადამიანების ცხოვრების შესახებ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს