თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - მოვითხოვე, რომ მოხდეს მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და კვალიფიკაციის შეცვლა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მან საქმის მასალების გაცნობა ვერ შეძლო.

ადვოკატის თქმით, ის ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს თამარ ბაჩალიაშვილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. ასევე საქმეზე შეიცვალოს კვალიფიკაცია.

"საქმე ჯერ ისევ 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთის) , ძალიან გასაკვირია. სასწრაფოდ მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. მოვითხოვე ხვალვე გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია. სხვადასხვა მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარეებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ ხვალ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და ხვალვე მოხდეს საქმის მასალის გაცნობა",-განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ხვალვე მოხდება საქმის მასალების აკინძვა. ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია სულ მცირე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მაინც უნდა შეიცვალოს.

"ჩემთვის უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, შაქარაშვილის საქმეზე ბიძამისს ჰქონდა საშუალება მეორე დღესვე ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა და ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან და ვნახავ, ხვალ რისი საშუალება მექნება", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო:თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო