მაიკ პომპეო - თუ თავისუფალი სამყარო არ შეცვლის ჩინეთს, კომუნისტური ჩინეთი ნამდვილად შეგვცვლის ჩვენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ზეწოლის მოსახდენად და მისი მოქმედებების შესაცვლელად უფრო „მტკიცე და კრეატიული“ ნაბიჯები უნდა გადადგან, ვინაიდან ამის გაკეთება „ჩვენი დროის მისიაა.“

პომპეომ რიჩარდ ნიქსონის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფილი ლიდერის წუხილი იმის გამო, რომ მან ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მსოფლიოსკენ გზა გაუხსნა, წინასწარმეტყველური იყო.

”პრეზიდენტმა ნიქსონმა ერთხელ თქვა, რომ შიშობდა, ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მსოფლიოს გახსნით, მან „ფრანკენშტეინი“ შექმნა და აი, სწორედ აქ ვართ,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, თუკი თავისუფალი სამყარო კომუნისტურ ჩინეთს არ შეცვლის, მაშინ კომუნისტური ჩინეთი შეცვლის მას.

”მსოფლიოს თავისუფლების მოყვარულმა ერებმა ჩინეთს შეცლა უფრო კრეატიული და მტკიცე ნაბიჯებით უნდა აიძულონ, რადგან პეკინის ქმედებები საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხს და ჩვენს კეთილდღეობას. შესაძლოა, დროა, თანამოაზრე ერების ახალი დაჯგუფება, დემოკრატიების ახალი ალიანსი შეიქმნას. თუ თავისუფალი სამყარო არ შეცვლის ჩინეთს, კომუნისტური ჩინეთი ნამდვილად შეგვცვლის ჩვენ,”- განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, „კომუნისტური პარტიისგან ჩვენი თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი დროის მისიაა.“

სიტყვით გამოსვლისას მაიკ პომპეომ აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „ჯაშუშობისა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ჰაბია.“

იხილეთ ვიდეო:მაიკ პომპეო - თუ თავისუფალი სამყარო არ შეცვლის ჩინეთს, კომუნისტური ჩინეთი ნამდვილად შეგვცვლის ჩვენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო