ბილ გეითსი - სკოლების გახსნა კორონავირუსის ბავშვებიდან ხანდაზმულებზე გადატანის რისკს ქმნის

კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი აცხადებს, რომ სკოლების გახსნასთან დაკავშირებული ერთ-ერთი რეალური პრობლემა კოვიდ 19-ის ხანდაზმულებში გავრცელების საშიშროებაა.

“რეალური პრობლემა ჩნდება, ვინაიდან ინფექცია ხანდაზმულებთან კავშირში ხვდება. მაგალითად, თუკი პედაგოგი 65 წელს გადაცილებულია, ან ბავშვი ცხოვრობს ოჯახში უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად, რთულია, ბავშვისა და მოხუცების ერთმანეთისგან იზოლირება მოახდინო,“- განაცხადა ბილ გეითსმა.

ცნობისათვის, აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გუშინ ახალი გაიდლაინები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დატოვონ დახურული, თუკი კორონავირუსის გავრცელება უკონტროლოა.

იხილეთ ვიდეო:ბილ გეითსი - სკოლების გახსნა კორონავირუსის ბავშვებიდან ხანდაზმულებზე გადატანის რისკს ქმნის

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში