დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ფლორიდაში დაგეგმილი ყრილობა კორონავირუსის გამო გააუქმა

აშშ-ის პრესზიდენტმა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, „რესპუბლიკური პარტიის“ ფლორიდაში დაგეგმილი ყრილობის ჩატარება გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ახლა ამის დრო არ არის. დღეს მსოფლიო განსხვავებულია და ცოტა ხნით კიდევ ასე გაგრძელდება,“- აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ ათასობით ადამიანისთვის რისკის შექმნა არასწორი საქციელია.

„ ფხიზლად უნდა ვიყოთ. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და სხვებს მაგალითი უნდა მივცეთ,”- აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისათვის, ფლორიდაში „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობა აგვისტოში უნდა გამართულიყო, სადაც ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაესახელებინათ.

BBC-ის ინფორმაციით, 24 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტიში „რესპუბიკური პარტიის“ დელეგატების მცირე რაოდენობა შეიკრიბება, სადაც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპმა ფლორიდაში დაგეგმილი "რესპუბლიკური პარტიის" ყრილობა კორონავირუსის გამო გააუქმა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს