თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო შეეზღუდება

24 ივლისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

„გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და აფხაზეთის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის და თრიალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, სოლომონ დოდაშვილის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, იბრაჰიმ ისპაჰანელის, იოსებ გრიშაშვილის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხაზინის, თაბუკაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის მე-3 ქუჩის, რეხის, ზაქრაძის და იონა მეუნარგიას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ახმეტელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დავით გარეჯელის, ხუდადოვის, გარეჯის, მექანიზაციის, ელო ანდრონიკაშვილის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის და ნინო წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა