ჩინეთმა აშშ-ს ჩენდუში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა

ჩინეთმა აშშ-ს ჩენდუში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთში აშშ-ის საელჩოს გააცნო გადაწყვეტილება, ჩენდუში აშშ-ის საკონსულოს დახურვის მოთხოვნის შესახებ,“- აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ვაშინგტონმა პეკინს ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს დახურვა მოსთხოვა და ამისთვის 72 საათი მისცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების“ დაცვაა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის არაგონივრულ ნაბიჯებს ჩინეთმა შესაბამისი პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს.

იხილეთ ვიდეო:ჩინეთმა აშშ-ს ჩენდუში მდებარე საკონსულოს დახურვა მოსთხოვა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა