დავით ჭიჭინაძე - სამართალი დაიკარგა და „ოცნება“ ზუსტად იგივე რეჟიმში აღმოჩნდა, რა რეჟიმშიც „ნაცები“ იყვნენ

ხელისუფლება დანაშაულებზე ხელის დაფარებას ისე ცდილობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველა მათი ჩინოვნიკი რაღაცაშია გასვრილი და ყველაფრის მიჩქმალვას ცდილობენ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანაში სამართალი დაიკარგა და „ოცნება“ ზუსტად იგივე რეჟიმში აღმოჩნდა, რა რეჟიმშიც „ნაცები“ იყვნენ.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ოფიცრებს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ხმა აღარ ისმის. ჯერ ერთი, კარიერისტებმა გადაფარეს და მთავარი, ისინი მუშაობენ დავალებებით და არა ობიექტურობისა და სამართლიანობის დასაცავად.

რადგან იმ ადამიანებისთვის, რომლითაც გაივსო „ოცნება“, ძალოვანი სტრუქტურები, ეს ძველი, მოძალადე თანამშრომლები არიან, მათთვის კი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მათ უკანონობა სისხლში აქვთ გამჯდარი. შედეგად, ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციის გარდა, ყველა სფეროში უსამართლობის განცდაა. აღარ არსებობს ნდობა, ხელისუფლებას არაფერი დაეჯერება, რადგან ხალხი ვეღარ გაერკვა, როდის ეუბნებიან სიმართლეს და როდის ცრუობენ. მოკლედ, სამართალი დაიკარგა ამ ქვეყანაში და „ოცნება“ ზუსტად იგივე რეჟიმში აღმოჩნდა, რა რეჟიმშიც „ნაცები“ იყვნენ. ისე, „ოცნების“ ბევრი თავგამოდებული ყოფილი აქტივისტი, თუნდაც ჩემი ოპონენტი, ადრე ყველაფერს რომ აპროტესტებდა ადამიანების უფლებებს რომ იცავდა, ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ რამ დაადუმა?! მითუმეტეს, როდესაც ამდენი ბურუსით მოცული ტრაგედიის მომსწრეები ვართ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს