ბოლივიაში დაგეგმილი არჩევნები კორონავირუსის გამო გადაიდო

ბოლივიაში დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის გამო 18 ოქტომბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

”ეს არჩევნები მოითხოვს უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს ბოლივიელების ჯანმრთელობის დასაცავად”, - განაცხადა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტმა სალვადორ რომერომ ლა-პასიში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისათვის, ბოლივიაში არჩევნები 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო. არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ჯანინ ანეზის, მთავარი კონკურენტი „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ლუის არკე იქნება.

ბოლო მონაცემებით, ბოლივიაში, რომლის მოსახლეობა 11.5 მილიონ ადამიანს შეადგენს, კორონავირუსის 65 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 2 407-ს აჭარბებს.

იხილეთ ვიდეო:ბოლივიაში დაგეგმილი არჩევნები კორონავირუსის გამო გადაიდო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს